Tuesday, August 16, 2011

ს ი ბ რ ტ ყ ე


1.  პროექტის სახელწოდება: წერტილის მდებარეობა სიბრტყეზე
2.პროექტის მთავარი იდეა: წერტილის მდებარეობა სიბრტყეზე დავუკავშიროთ საკოორდინანტო ღერძებს და მათ მიმართულებას.
3.პროექტის სრული აღწერა (აქტუალობა): წეტილი გეომეტრიის საწყისი მცნეებაა,როგორც ვიცით იგი არ განისაზღვრება და მისი მდებარეობა სიბრტყეზე შეიძლება საკოორდინანტო ღერძებს დავუკავშიროთ,თუ ავირჩევთ რაიმე ათვლის წერტილს (მაგ.პირობითად სკოლის მთავარ შესასვლელ კარს) და მიმართულებებს (ჰორიზონტალურს და ვერტიკალურს) შესაბამისად აბცისას და ორდინანტას მიმართულებებს ვუწოდებთ.ასევე მნიშვნელოვანია ერთეულოვანი მონაკვეთის არჩევა(მაგ. 1 საშ.ნაბიჯი).ამის შემდეგ კლასში წინასწარ შედგენილ ჯგუფებს ეძლევათ დავალება სკოლის ეზოში მოძებნონ მასწავლებლის მიერ დამალული ნივთები,შესაბამისი კოორდინანტების მითითებით,გაიმარჯვებს ის ჯგუფი,ვისაც  მეტი ნივთი ექნება შეგროვილი გაკვეთილის ბოლოს.
4.პროექტის მიზნები: ეს პროექტი დააფიქრებს მოსწავლეებს სიბრტყეზე მიმართულებას და ათვლის სათავის არჩევას რამდენად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ამასთან ხალისით და თამაშით ისწავლიან იმასაც, რომ თუკი სამიზნე საპოვნი ნივთია, მიზნის მისაღწევად საჭიროა შესაბამისი ცოდნა, (ჰორიზონტალური აბცისას გაგრძელება სათავიდან საწინააგმდეგოდ,აბცისას უარყოფითი მიმართულებაა,ასევე ვერტიკალური ორდინანტას  მიმართულება სათავიდან მოპირდაპირე მხარეს,უარყოფითი მიმართულებაა),  სისწრაფე და სხარტი აზროვნება. 
5.მონაწილეთა ასაკი: (12-14 წელი)
6.ხანგრძლივობა: 2 გაკვეთილი
7.მოსალოდნელი შედეგები: ცოდნის და თვალსაწიერის გაფართოება, ნახაზები სკოლის ეზოს ტერიორიაზე ნაპოვნი ნივთების საკოორდინანტო სიბრტყეზე განლაგებით.
8.ძირითადი საჭირო რესურსები: მოსაძებნი ნივთები,დავალების ჩასაწერად და ნახაზებისათვის კი- საკანცელარიო ნივთები. კომპიუტერი, პროექტორი,სკანერი, პრინტერი -ნახაზებისათვის.
9.პროექტის მსვლელობა:
·        * პროექტის იდეის გაცნობა ,
·         *გეგმის ჩამყალიბება,
·         *ჯგუფების შედგენა,
·          *შეფასების სისტემის გაცნობა,
·          *პრეზენტაცია( ჯგუფების მიერ) ნახაზების გამოყენებით, კომპიუტერით ან ხელით შესრულებული.
10.საგნებთან და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ისტ.ეროვნული სასწ.გეგმით მოსწავლეებს საჭიროა გამოუმუშავდეთ ჯგუფური პროექტების განხორციელების უნარ-ჩვევები,ასევე ამ პროექტით საგნისადმი ინტერესი აღვუძრათ და საგნებს შორის კავშირი დავანახოთ.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო ფატარიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ninopataridze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.blogger.com

No comments:

Post a Comment